Monday, March 18, 2013

მეფენი გადმოგვყურებენ...


პროექტის სახელწოდება: მეფენი გადმოგვყურებენ...
მთავარი იდეა: მეფეების ქანდაკებები საქართველოში. მათი ავტორები და ადგილმდებარეობა.
პროექტის აქტუალობა: შენი ქალაქი რომ გიყვარდეს და გაუფრთხილდე უნდა იცნობდე მას ქალაქში სეირნობისას (ექსკურსიაზე)  მოსწავლემ იცნოს ძეგლი, ნებისმიერ ტურისტს კითხვაზე პასუხი გასცეს.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეისწავლონ ქანდაკებები და მათი ავტორები.

მონაწილეთა ასაკი:მე-6 კლასი.(რუსული სექტორი)
ხანგრძლივობა:ორი თვე.                             
მოსალოდნელი შედეგები: ილუსტრაციებით და ტექსტებით გაფორმებული ალბომები, კედლის გაზეთი, Power Point-ში შექმნილი სლაიდ შოუ. ერთ-ერთი ძეგლის ტერიტორიის დასუფთავება, ყვავილებით შემკობით ტრადიციის აღდგენა.
საჭირო ძირითადი რესურსები:ფოტოაპარატი, ვიდეო, კომპიუტერი, ვატმანი, ქაღალდები, საწერი და სახატავი საშუალებები .
პროექტის მსვლელობა:  მოსწავლეებს დავყობ ჯგოფებად; ჯგუფები აირჩევენ ლიდერებს, რომლებიც აუცილებელი სამუშაოს შესრულებასთან ერთად აკონყროლებენ, ორგანიზმებას უწევენ ჯგუფის მუშაობას: ჯგუფის  ლიდერებს  აქვთ  უფლება  გადაუნაწილონ ფუნქციები ჯგუფის  დანარჩენ  წევრებს.
თითოეული ჯგუფი შეისწავლის კონკრეტული მეფის ძეგლს:ადგილმდებარეობას, მოქანდაკის შემოქმედებას, მეფის მოღვაწეობას; ძეგლს უღებს ვიდეოს და ფოტოებს.
ჯგუფები  გაუზიარებენ ერთმანეთს სად და როგორ მოიძიონ ინფორმაცია.
მიზნობრივი ექსკურსიები ძეგლებთან.
ჯგუფების ეტაპობრივი შემოწმება, შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი მითითებების, რჩევების მიცემა. საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდებათ დამატებითი ინსტრუქტაჟი (ისტ-ის საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით)
აწყობენ სლაიდ შოუს,კედლის გაზეთს,  აკეთებენ პრეზენტაციას 
კავშირი საგნობრივ  ჯგუფებთან    ისტორია:შეისწავლიან მეფეების მოღვაწეობას, თარიღებს.
ბუნება:გეოგრაფიული ადგილმდებარეობა;
ისტ: მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში; აკეთებენ სლაიდ შოუს.
პროექტის ხელმძღვანელი:ეკატერინე გუდაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:egudadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://egudadze.blogspot.com

1 comment:

  1. ასეთი ნამუშევარი იშვიათია!

    ReplyDelete